ფეხბურთი

22:20 | 30.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალმა" ეტიენ კაპუ დაიმატა

"უოტფორდის" აწ უკვე ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი ეტიენ კაპუ კარიერას "ვილიარეალში" გააგრძელებს. როგორც ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა "ვილიარეალთან" კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე გააფორმა.

ეტიენი "უოტფორდში" 2015 წელს "ტოტენჰემიდან" გადავიდა. მას შემდეგ კაპუმ 181 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. კაპუს საფრანგეთის ნაკრებშიც უთამაშია და "მამლების" მაისურით შვიდ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117058