ესპანელმა ფეხბურთელმა მარკოს ალონსომ შესაძლოა ლონდონის "ჩელსი" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დატოვოს. როგორც Daily Mail-ი იუწყება, ფეხბურთელი ფრენკ ლამპარდმა გაფართოეული შემადგენლობიდან ამოიღო და დიდი ალბათობით ესპანელის ტრანსფერი მზადდება.
მიმდინარე წლის ზაფხულში "ჩელსიმ" ბენ ჩილუელი დაიმატა, რომელის ფრენკ ლამპარდმა ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და ალონსო შემადგენლობიდან ამოვარდა. ესპანელის გადაბირებით მადრიდის "ატლეტიკო" და მილანის "ინტერი" არიან დაინტერესებულები და დიდი ალბათობით ფეხბურთელი კლუბს დატოვებს.
მარკოსი "ჩელსიმ" 2016 წელს "ფიორენტინადან" დაიმა ადა მას შემდეგ ჩატარებულ 152 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა. ესპანელს ლონდონელებთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.