ორი კვირის წინ France Football-მა ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად ყველა დროის საუკეთესო გუნდი დაასახელა, რომელშიც იოჰან კრუიფისთვის ადგილი ვერ მოინახა. ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელის შვილი, ასევე ვეტერანი ფეხბურთელი, ხორდი კრუიფი ფრანგული ჟურნალის გადაწყვეტილებით გაკვირვებულია.
„პატივს ვცემ მოსაზრებებს, მაგრამ გასაკვირია, რომ მამაჩემი France Football-ის სიმბოლურში ვერ მოხვდა. მან 3 „ოქროს ბურთი“ მოიგო, რითაც ცოტას შეუძლია დაიკვეხნოს და მეოცე საუკუნის საუკეთესო ევროპელ ფეხბურთელად დაასახელეს. მან რევოლუცია ორჯერ მოახდინა - ფეხით და გონებით. მამაჩემის მემკვიდრეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ისტორიულ შემადგენლობაში ყოფნა. ის ყველამ სიყვარულით აღიარა, სტადიონებზე, ქანდაკებებით“, - თქვა ხორდიმ.
აქვე გეტყვით, რომ France Football-მა ძირითადი სიმბოლური გუნდის გარდა კიდევ ორი, მეორე და მესამე „ოცნების გუნდები“ შეადგინა და კრუიფი მეორე გუნდში შეიყვანა.