ყატარის ჩემპიონატში მიხეილ ბერიშვილის „ალ შამალი“ „ალ არაბის“ დაუპირისპირდა და 74:82 დამარცხდა. თუმცა, ქართველ კალათბურთელს შესანიშნავი თამაში ჰქონდა.
ბერიშვილმა პარკეტზე 40-ვე წუთი გაატარა და ორმაგ დუბლთან ძალიან ახლოს იყო: 24 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება. მიხეილმა 6-დან 2 ორქულიანი, 11-დან 6 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ორივე გუნდში ყველაზე მაღალი იყო - 29.
აღსანიშნავია, რომ „ალ შამალი“ თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე 9 ქულით იგებდა, მაგრამ მატჩის ბოლო მონაკვეთი 3:20 წააგო და მარცხიც განიცადა.
„ალ შამალი“ 5 მოგებით 2 წაგებით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 2 იანვარს, ლიდერ „ალ გარაფასთან“ გამართავს.