„ლივერპულის“ შემტევი, დივოკ ორიჯი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეიძლება იტალიაში გადაბარგდეს.
მისით „ინტერი“ დაინტერესდა. მილანურ კლუბს იანვარში შეტევის ხაზის გაძლიერება სურს, დიდი ხარჯების გაუღებლად. „ლივერპული“ მზადაა ბელგიელი იჯარით გაუშვას - წერს Corriere dello Sport.
„ინტერის“ გარდა ორიჯის საკუთარ რიგებში ხილვა: „ვულვერჰემპტონს,“ „ნიუკასლს,“ „ბრაიტონს,“ „ასტონ ვილასა და „შალკეს“ სურთ.
ორიჯი „ლივერპულში“ 2014 წელს გადავიდა „ლილიდან.“ ერთი ხანი მეტი სათამაშო დროის გამო „ვოლფსბურგში“ გაანათხოვრეს.
მერსისაიდელებთან ერთად, ორიჯი გახდა ინგლისის ჩემპიონი, მოიგო ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ფიფას საკლუბი მსოფლიო ჩემპიონატი.
მიმდინარე პრემიერლიგაში მან მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა და შედეგიანობით არ გამორჩეულა.