ფეხბურთი

22:22 | 28.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს მწვრთნელების აზრით, სკუდეტოს "ინტერი" მოიგებს

სერია A-ს გუნდების მწვრთნელებში გამოკითხვა ჩატარდა იმასთან დაკავშირებით თუ რომელი გუნდი მოიგებს სკუდეტოს მიმდინარე სეზონში.

20 მწვრთნელიდან 16-მა უპასუხა კითხვას, ხოლო ოთხმა პასუხისგან თავი შეიკავა. მათ შორის იყვნენ სინიშა მიხაილოვიჩი, ჩეზარე პრანდელი და კლაუდიო რანიერი.

16 მწვრთნელიდან 11 მიიჩნევს, რომ იტალიის ჩემპიონატში „იუვენტუსის“ 9-წლიანი ჰეგემონია დასრულდება და ტიტულს ანტონიო კონტეს „ინტერი“ მოიგებს. მხოლოდ თითო ხმა მიიღეს მოქმედმა ჩემპიონმა „იუვენტუსმა“ და გათამაშების ლიდერმა „მილანმა“.

შეგახსენებთ, სერია A-ს 34 ქულით „მილანი“ ლიდერობს, მას 1 ქულით ჩამორჩება „ინტერი“, ხოლო „იუვენტუსი“ 10 ქულით, თუმცა ტურინელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118592