ფეხბურთი

21:20 | 28.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ევერტონი" - "სიტი" კორონავირუსის გამო გადაიდო

ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურის მატჩი „ევერტონი“ – „მანჩესტერ სიტი“ არ გაიმართება. ამის მიზეზი სტუმართა გუნდში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებია.

პრემიერლიგამ ორივე კლუბთან კონსულტაციის შედეგად მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. როდის გაიმართება თამაში, ჯერჯერობით უცნობია.

„სიტიში“ კორონავირუსი პარასკევს კაილ უოლკერსა და გაბრიელ ჟესუსს დაუდასტურდათ, მათ გარდა, კლუბის რამდენიმე თანამშრომელსაც, ხოლო დღეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.

შეგახსენებთ, „ევერტონი“ 29 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ხოლო „მანჩესტერ სიტის“ 3 ქულით ნაკლები აქვს და მეექვსე პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120818