ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ყოფილ კაპიტან, ალესანდრო დელ პიეროსთან დაკავშირებული საინტერესო ამბავი გაიხსენა. ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, სწორედ ამ ეპიზოდის შემდეგ გააცნობიერა, თუ რას ნიშნავდა „იუვენტუსში“ თამაში.
2007 წლის ნოემბერში, როდესაც „იუვენტუსი“ სერია B-დან სერია A-ში ახალი დაბრუნებული იყო, სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდა, რომელიც იმ დროს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული გახლდათ და თამაში უგოლოდ დასრულდა. როგორც ჩანს, ნულოვანი ფრით ტურინელებმა ძალიან გაიხარეს, რამაც დელ პიეროს გაცხარება გამოიწვია.
„ერთ დღეს, „მილანთან“ 0:0 ვითამაშეთ და როდესაც გასახდელში დავბრუნდით, ყველანი ბედნიერები ვიყავით. „მილანი“ ძლიერი გუნდი იყო, ჩვენ კი ახალი გუნდი ვიყავით. დელ პიერომ ჩვენს თვალწინ ყველაფრის დამტვრევა დაიწყო. უცნაურად დავუწყეთ ყურება და ბუფონმა გვითხრა, რომ დაგვეტოვებინა და გაუვლიდა. შხაპის მიღების შემდეგ ალექსმა ყველას დაგვიძახა და გვითხრა: „მთელი ეს ბადნიერება მაცოფებს, ჩვენ ვერ ვიქნებით ფრით ბედნიერები, უკეთესი მენტალიტეტი უნდა გვქონდეს, „იუვენტუსისთვის“ ფრე წაგებაა, შეუშვით ეს თქვენს თავებში“ - იმ დღეს გავიგე, რას ნიშნავს „იუვენტუსში“ თამაში“, - გაიხსენა ჯორჯომ.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი „იუვენტუსში“ 2005 წლის ზაფხულიდან თამაშობს, ხოლო დელ პიეროსთან ერთად „იუვეში“ 7 სეზონის განმავლობაში ითამაშა.