ფეხბურთი

16:42 | 28.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ჩემს შვილს ვეჩხუბები, როდესაც კოკა-კოლას სვამს ან კარტოფილის ფრის ჭამს"

„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ იტალიურ მედიასთან თავისი შვილის, კრიშტიანუ ჯუნიორის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას დიდი ფეხბურთის სათამაშოდ პოტენციალი აქვს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

„ის კოკა-კოლას და ფორთოხლის წვენს სვამს, მე კი ვბრაზდები. ვეჩხუბები თუ დავინახავ, რომ კარტოფილის ფრის ჭამს. ეს არ მომწონს. ჩემი უმცროსი ბავშვებიც შეშინებულები მიყურებენ, თუ შევამჩნევ, რომ შოკოლადს ჭამენ. ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ. სიმართლე გითხრათ, ჯუნიორს აქვს პოტენციალი, დიდი ბიჭია, სრწაფი და ტექნიური, მაგრამ ეს არაფერია, მე მას ყოველთვის ვეუბნები, რომ ამას დიდი თავდადება და დიდი შრომა სჭირდება.

ყოველთვის, როცა სახლში ვარ, ვეუბნები, რომ ვარჯიშზე წასვლამდე ირბინოს და შემდეგ ცივ წყალში ჩაწვეს, რომ უკეთ აღიდგინოს ენერგია. ის მპასუხობს, რომ წყალი ძალიან ცივია და ამის გაკეთება არ უნდა. ეს მესმის, მხოლოდ 10 წლისაა. მასზეა დამოკიდებული გახდება თუ არა ფეხბურთელი. მე თუ მკითხავთ, მაშინვე გიპასუხებთ, რომ დიახ, მინდა, მაგრამ ის იმას გააკეთებს, რასაც მოისურვებს. თუ მოინდომებს ექიმი გახდება ან სხვა პოფესიიას დაეუფლება. მთავარია ირწმუნოს, რომ საუკეთესოა“, - თქვა რონალდუმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115304