კალათბურთი

12:25 | 28.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძის 29 ქულა ყატარის ჩემპიონატში

ყატარის ჩემპიონატის მეექვსე ტურში დუდა სანაძის „ალ ხორი“ „ალ სადის“ შეხვდა და 86:112 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი თავის გუნდში საუკეთესო იყო, მაგრამ მისი გუნდისთის ეს საკმარისი მაინც არ არის.

დუდამ 40 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 29 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 13-დან 10 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 30 გამოდგა.

„ალ ხორისთვის“ სეზონი წარუმატებლად მიმდინარეობს - 1 მოგებით და 5 წაგებით ბოლოსწინა ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 30 დეკემბერს, „ალ აჰლის“ დაუპირისპირდება.

0.118148