ფეხბურთი

0:35 | 28.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "მეტოქის ფანები ჩემთვის დამატებითი სტიმულია, ცარიელი სტადიონი კი მოსაწყენი"

„იუვენტუსის“ და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ Globe Soccer-ის ვერსიით XXI საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 36 წლის შემტევმა გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და ვრცლად ისაუბრა თავის ემოციებსა და კორონავირუსით შექმნილ მდგომარეობაზე.

„ნამდვილად სასიამოვნოა აქ ყოფნა. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, იმ ხალხს, ვინც ხმა მომცა, ჩემს თანაგუნდელებს, კლუბებს და ეროვნულ ნაკრებს. ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, ჩემს საცოლეს და შვილებს, რომლებიც მეხმარებიან, რომ უკეთესი ადამიანი ვიყო. ეს დიდი მიღწევაა, ეს მაძლევს სტიმულს, რომ წინ ვიარო. საუკეთესოდ დასახელება დიდი პატივია.

იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ვითარება მომავალ წელს აღარ იქნება და უფრო მეტად შეგვეძლება გართობა. ამაყი და ბედნიერი ვარ, დიდი მადლობა. იმედი მაქვს, კიდევ რამდენიმე წელი ვითამაშებ. რეკორდების დამყარება სასიამოვნოა, მაგრამ ამ ყველაფერს ჩემი თანაგუნდელების და გუნდების დამსახურებით მივაღწიე, მათ გარეშე ვერაფერს შევძლებდი. კორონავირუსის გამო ცარიელ სტადიონზე თამაში მოსაწყენია. ჩვენ პატივს ვცემთ რეგულაციებს, რადგან ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი გატაცება ყოველთვის იყო ფეხბურთი, მე ოჯახისთვის, გულშემატკივრებისთვის ვთამაშობ და მათ გარეშე თამაში უცნაურია. მომწონს, როდესაც მეტოქე ფანები მეჩხუბებიან, გოლის შემდეგ კი მისტვენენ, ეს მოტივაციას მაძლევს. იმედი მაქვს, რომ 2021 წელს შესაძლებელი იქნება დავუბრუნდეთ სავსე სტადიონებს.

რამდენიმე კვირის წინ ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინეს და მე იქ ვიყავი. ჩემთვის პატივია აქ ისეთ შესანიშნავ ფეხბურთელებთან ყოფნა, როგორებიც იკერ კასილიასი, რობერტ ლევანდოვსკი და ჟერარ პიკეა. 36 წლის ვარ, მაგრამ ფეხბურთი მაინც მიყვარს, შეყვარებული ვარ ჩემს ცხოვრებაზე, ოჯახზე და შვილებზე. 15 წელი ერთსა და იმავეს ვაკეთებდი, ხშირად ვარჯიშებსაც კი. ზოგჯერ ღამის 2 საათზე მასაჟის გასაკეთებლად ჩავდივარ, რომ ენერგია აღვდიგინო.

იკერ კასილიასი მაგალითია ჩვენთვის. როდესაც მასპრობლემა ჰქონდა, იყო მაგალითი, რადგან ზოგჯერ არ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს. პორტუგალიის ნაკრები? ჩვენ გვყავს კარგი გუნდი და ფანტასტიკური მწვრთნელი. ახალგაზრდები მუდმივად იხვეწებიან. ევროპის ჩემპიონატის მოგება? შესაძლებელია. საფრანგეთი, ესპანეთი და გერანია ფავორიტები არიან, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ. პორტუგალია პატივისცემას იმსახურებს, ძლიერი გუნდი ვართ და მოუთმენლად ველოდები ევროპის ჩემპიონატის დაწყებას. გამარჯვების კარგი შანსი გვაქვს“, - თქვა რონალდუმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118995