ფეხბურთი

11:07 | 25.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ 2021 წლის ასაკობრივი მსოფლიოს ჩემპიონატები გააუქმა

ფიფამ მსოფლიოს 17 და 20-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირები, რომელიც 2021 წელს უნდა გამართულიყო, გააუქმა. ამის მიზეზი რა თქმა უნდა, კორონავირუსის პანდემიაა.

ამრიგად, პალენტის პირველობები ზემოხსენებულ ასაკობრივ კატეგორიებში 2023 წელს ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ფინალური ეტაპის მასპინძლები არ შეიცვალნენ - ინდონეზია (20-წლამდელების) და პერუ (17-წლამდელების) დარჩებიან მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძებად.

შეგახსენებთ, მსოფლიოს 20-წლამდე მოქმედი ჩემპიონი უკრაინაა, ხოლო 17-წლამდელთა შორის ბოლო ჩემპიონატი ბრაზილიამ მოიგო.

თეგებიფიფა
0.117345