ფეხბურთი

15:26 | 24.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელს პოჩეტინო შეცვლის?

როგორც RMC Sport წერს, ახლადგანთავისუფლებული ტომას ტუხელის ადგილს „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, დიდი ალბათობით, „ტოტენჰემის“ ყოფილი დამრიგებელი, მაურისიო პოჩეტინო დაიკავებს.

პოჩეტინომ ლონდონური კლუბი შარშან დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია. ამ ხნის განმავლებაში 48 წლის არგენტინელს „რეალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედიც“ დაუკავშირდნენ, მაგრამ ფრანგი საფეხბურთო ექსპერტი, ჟულიენ ლორენი ამბობს, რომ სავარაუდოდ, პოჩეტინო „პარი სენ-ჟერმენს“ აირჩევს, რადგან თავის დროზე თამაშობდა ამ კლუბში და ქალაქიც ძალიან უყვარს.

„პოჩეტინო ჭკვიანურად იქცევა. მას აქამდეც შეეძლო მუშაობის დაწყება, მაგრამ არ ჩქარობს, უკეთეს ვარიანტს ელოდება. მისთვის „რეალიც“ საინტერესო იქნებოდა, ყველამ იცის მისი ახლო დამოკიდებულება ფლორენტინო პერესთან.

მაგრამ უფრო კარგი ურთიერთობა აქვს „პარი სენ-ჟერმენთან.“ ის ამ გუნდის მოთამაშე და კაპიტანი გახლდათ, ძალიან უყვარს პარიზი და ამას არც მალავს.“ - უთხრა ლორენმა talkSPORT-ს.

0.114793