„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში „ევერტონს“ 2:0 მოუგო და საკლუბო რეკორდიც დაამყარა. სტატისტიკური პორტალის, Opta-ს ცნობით, ულე-გუნარ სულშერის შეგირდებმა სტუმრად, ყველა ტურნირში ზედიზედ მეცამეტედ დაამარცხეს პრემიერლიგის გუნდი.
ბოლოს „მანჩესტერმა“ სტუმრად მეტოქეს წლეულს 19 ივნისს ვერ აჯობა. მაშინ მანკუნიანელებმა „ტოტენჰემთან“ ლონდონში 1:1 ითამაშეს. ეს ამბავი გასული სეზონის 30-ე ტურში მოხდა.
პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 14 ტურის შემდეგ, „მანჩესტერი“ გათამაშების ცხრილში 26 ქულით მესამე ადგილზე დგას.