იტალიური „ბოლონიას“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა 2020 წელი შეაფასა და განაცხადა, რომ მისთვის კარგი წელი იყო, რადგან ცოცხალია. საქმე ის არის, რომ სერბ სპეციალისტს ლეიკემია ჰქონდა, მაგრამ დაავადებასთან გამკლავება მოახერხა.
„2020 წელი? ცოცხალი დავრჩი, პირადი თვალსაზრისით მეტის მოთხოვნა არ შემეძლო. გუნდისთვის - 15 ქულა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტს ვიმსახურებდით იქედან გამომდინარე, რაც მოედანზე გავაკეთეთ. ყველა სირთულის გათვალისწინებით ეს წელი კარგად გავიარეთ“, - თქვა მიხაილოვიჩმა.
აქვე გეტყვით, რომ "ბოლონია" სერია A-ში 14 ტურის თავზე 15 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება.