ფეხბურთი

18:10 | 23.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ გაბრაზებულია: "2020 წელი ასე თამაშის საბაბი არ არის"

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ 2020 წლის ცუდ დასასრულს გამოეხმაურა. ფლორენციის „ფიორენტინასთან“ (0:3) მძიმე მარცხის შემდეგ რონალდუმ კომენტარი გააკეთა და თავის გუნდს უფრო მეტი ერთიანობისკენ მოუწოდა.

„გუშნ ცუდი შედეგით და ჩვენთვის მისაღებული შორს მდგარი შედეგით დვასრულეთ 2020 წელი. განსაკუთრებული წელი ბევრი რთული მომენტით. ცარიელი სტადიონები, კოვიდპროტოკოლები, გადადებული თამაშები, ხანგრძლივი პაუზები და ძალინ მჭიდრო კალენდარი. თუმცა, ეს არაფრის საბაბი არ არის. ჩვენ ვიცით, რომ უფრო მეტი უნდა გავიღოთ იმითვის, რომ უკეთესად ვითამაშოთ და თანმიმდევრული გზით გავიმარჯვოთ. ჩვენ „იუვენტუსი“ ვართ! სხვაგან ვერ მივიღებთ იმაზე მეტს, ვიდრე ბრწყინვალე მოედანზე!

ვიმედოვნებ, რომ ეს მოკლე პაუზა შეიძლება დაგვეხმაროს, რომ უფრო ძლიერი და უფრო მეტად გაერთიანებული ვიყოთ, ვიდრე ოდესმე, რადგან სეზონის ბოლომდე დიდი დროა. გვჯერა, რომ საბოლოოდ კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ ჩვენს ტიფოზებთან ერთად.

გჯეროდეთ ჩვენი, ენდეთ ჩვენს გუნდს ისევე, როგორც ჩვენ გენდობით თქვენ და ყველაფერს გავაკეთებთ. Fino Alla Fine“, - დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110723