მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში დიეგო სიმეონემ მე-300 თამაში მოიგო. ამ ნიშნულს არგენტინელმა სპეციალისტმა სან სებასტიანის „რეალ სოსიედადთან“ (2:0) გამარჯვების შედეგად უწია.
სიმეონეს „როხიბლანკოში“ 300 მატჩის მოსაგებად 499 მატჩი დასჭირდა. გამოდის, რომ გამარჯვებების პროცენტული მაჩვენებელი - 60.1%-ს შეადგენს.
„ატლეტიოკომ“ „სოსიედადთან“ გამარჯვებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონობაზე სერიოზულ პრეტენზიას აცხადებს და სატურნირო ცხრილს 32 ქულით ლიდერობს.