ფეხბურთი

18:25 | 22.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ ზეპ ბლატერს უჩივლა

ფიფამ შინაგანი გამოძიება ჩაატარა ყოფილი პრეზიდენტის ზეპ ბლატერის ხელმძღვანელობის შესახებ და გამოავლინა დარღვევები, რის გამოც ორგანიზაციამ სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა ციურიხის სასამართლოში.

ფიფას ვებგვერდის ინფორმაციით, ბლატერმა და კონტრაქტორებმა 140 მილიონი შვეიცარიული ფრანკი (158 მილიონი დოლარი) დახარჯეს ციურიხში ფიფას მუზეუმის პროექტით შენობის განახლებისთვის, რომელსაც ზემოაღნიშნული ორგანიზაცია არ ფლობს.

გარდა ამისა, პროექტის ღირებულება, რომელიც 2045 წლამდე გამოითვლება, 500 მილიონ შვეიცარიულ ფრანკადაა შეფასებული. ფიფას თანახმად, ეს ბევრად აღემატება სტანდარტულ საბაზრო განაკვეთებს.

ფიფას ამჟამინდელი ადმინისტრაცია აპირებს ამ საკითხზე მთელი დოკუმენტაცია გაიტანოს ეთიკის დამოუკიდებელ კომიტეტში, რათა მან შეძლოს ნებისმიერი გამოძიების დაწყება. გარდა ამისა, ფიფა შვეიცარიის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

0.117415