ფეხბურთი

12:47 | 22.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალაბა ავსტრიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად მეშვიდედ დაასახელეს

მიუნხების „ბაიერნის“ 28 წლის მცველი, დავიდ ალაბა, ავსტრიის 2019-20 წლების საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მეორე-მესამე ადგილებზე მარსელ ზაბიტცერი („ლაიპციგი“) და დომინიკ სობოსლაი („ზალცბურგი“) გავიდნენ.

„ჩემთვის დიდი პატივია. მადლობა ასეთი ჯილდოსთვის.“ - ციტირებს ალაბას სიტყვებს კლუბის პრესსამსახური. ფეხბურთელს ასევე მიულოცეს „ბაიერნის“ პრეზიდენტმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ და მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა.

ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენაში ქვეყნის ბუნდესლიგის მწვრთნელები და სპორტული დირექტორები მონაწილეობენ. ეს მეშვიდე ჯილდოა ალაბასთვის. მანამდე დავიდი ზედიზედ ექვსჯერ (2011-16) აღიარეს ქვეყანაში საუკეთესოდ. ცხადია, ეს სარეკორდო მაჩვენებელია.

0.121938