მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა, პოპულარული Marca-ს ვერსიით, ესპანური პრიმერა დივიზიონის 2019-20 წლების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „რეალი“ ქვეყნის ჩემპიონი გახდა და უშუალო კონკურენტ „ბარსელონას“ 5 ქულით გაუსწრო.
ფრანგმა ფორვარდმა კი 37 მატჩში 21 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე პასით გამოირჩა.
შეგახსენებთ, რომ 2009 წლის შემდეგ ესპანეთში საუკეთესოებად მხოლოდ ლიონელ მესი და კიშტიანუ რონალდუ სახელდებოდნენ.