ფეხბურთი

19:09 | 21.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "ახლა კარგად ვარ და მინდა ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლოთ"

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ესპანურ მედიასთან განაცხადა, რომ რთული ზაფხული გამოიარა, მაგრამ თავს უკეთ გრძნობს და კარგადაა.

„დღეს კარგად ვარ, მაგრამ ნამდვილად საშინელი ზაფხული მქონდა, ისევე როგორც სეზონის დასაწყისი,მაგრამ ახლა ნამდვილად კარგად ვარ. ამჟამადმინდა ვიბრძოლო ყველა მიზნისთვის და ტურნირის მოსაგებად, რომელშიც ვთამაშობთ.

ვგრძნობ, რომ კლუბი რთუ მომენტიშია, „ბარსელონას“ გარშემო ყველაფერი გართულდა, მაგრამ მე ენთუზიაზმით სავსე ვარ, დიდი იმედი მაქვს და მინდა გუნდს დავეხმარო“, - განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება და ჯერჯერობით მის განახლებაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120568