„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე გახდა. კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია.
ნემსაძემ ჩისკო შეცვალა, რომელმაც გუნდი სამი დღის წინ დატოვა და კარიერა ინგლისურ „უოტფორდში“ გააგრძელა.
ნემსაძე კი „დინამოს“ გორის „დილადან“ შეუერთდა, რომელიც 2019 წელს ჩაიბარა და ევროტურნირებზე 4-წლიანი პაუზის შემდეგ გაიყვანა. მანამდე გიორგის საქართელოს 17-წლამდე ნაკრებსა და თბილისის „შევარდენში“ უმუშავია.
გიორგი ნემსაძეს „დინამო თბილისში“ ფეხბურთელის რანგში უთამაშია, სწორედ ამ კლუბში დაიწყო და დაასრულა კარიერა. სხვადასხვა პერიოდში კი, ის "რეჯანას", "დანდის", "ტრაბზონსპორის" ღირსებას იცავდა.