იტალიის სერია A-სმე-13 ტურში „რომა“ ბერგამოს „ატალანტასთან“ 1:4 დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ მესამე წუთიდან 59-ე წუთამდე იგებდა. „ჯალოროსის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ განაცხადა, რომ მეორე ტაიმში ბავშვებივით ითამაშეს.
„არ მინდა საბაბი ვეძებო, გუნდმა პირველ ტაიმში ძალიან ინტენსიურად ითამაშა, მაგრამ მეორე ტაიმში ბავშვებივით ვიყავით: კაცები პატარა ბიჭების წინააღმდეგ. აგრესიულები არ ვიყავით და ეს საბედისწერო შეცდომაა, როდესაც „ატალანტასთან“ თამაშობ. გვქონდა ფსიქოლოგიური პრობლემა გვქონდა, მეორე ტაიმში არასწორი დამოკიდებულება გვონდა.
25 წუთი კარგად ვითამაშეთ, შემდეგ განწყობა მთლიანად შეიცვალა. ასე არ უნდა იყოს. ჩვენ ყველა თამაშის მოგება გვინდა და თუ გუნდი პირველი ტაიმის განწყობას შეინარჩუნებდა, გამარჯვება შეგვეძლო“, - თქვა ფონსეკამ.
შეგახსენებთ, „რომა“13 ტურის შემდეგ 24 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება.