ფეხბურთი

11:45 | 21.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ბენზემას შემთხვევაში საქმე მხოლოდ გოლებთან არ გვაქვს"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კარიმ ბენზემას შესახებ ისაუბრა. „ეიბართან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტმა ფრანგ სპეციალისტს ჰკითხა, არის თუ არა ბენზემა გუნდისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც რონალდუ იყო.

ზიდანის განცხადებით, ბენზემას მხოლოდ გოლების გატანა არ ეხერხება და გუნდის თამაშში მას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ის გადამწყვეტია, ფენომენალურად კარგად თამაშობს. საქმე მხოლოდ გოლებს არ ეხება. გუნდური თამაში შეუძლია. კარიმზე ყოველთვის იგივეს ვამბობ, ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშველოვანია, თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც იტანს, უკეთესად თამაშობს“, - თქვა ზიდანმა.

აქვე გეტყვით, რომ კარიმ ბენზემამ ტოპ ლიგის ეგიდით 176-ე გოლი გაიტანა და ფრანგ ფეხბურთელებს შორის ტიერი ანრის შედეგი გააუმჯობესა, რომლის ანგარიშზე 175 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114479