ფეხბურთი

19:22 | 19.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

აზიის ჩემპიონთა ლიგა სამხრეთ კორეულმა გუნდმა მოიგო (+VIDEO)

აზიის ჩემპიონთა ლიგა სამხრეთ კორეის საფეხბურთო კლუბმა, „ულსან ჰიუნდაიმ“ მოიგო, რომელმაც ფინალში დაძაბულ ბრძოლაში ირანული „პერსეპოლისი“ 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა მართლაც საინტერესოდ წარიმართა, ისე, როგორც ფინალს შეეფერება: 45-ე წუთზე აბდი ქარამ ანგარიში გახსნა და „პერსეპოლისი“ დააწინაურა. სამხრეთ კორეელებმა პირველივე ტიამში გაათანაბრეს.

მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე ჟუნიორ ნეგრაომ პენალტი დაარტყა, რომელიც ვერ გაიტანა, მაგრამ მეკარის მოგერიებულს დაამატა და წონასწორობა აღადგინა.

55-ე წუთზე 33 წლის ბრაზილიელმა დუბლი შეასრულა. ირანელთა კარის მიმართულებით ამჯერადაც პენალტი დაინიშნა, რომელიც ნეგრაომ უკვე აღარ გააცუდა, გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეელთა სასარგებლოდ ორივე პენალტი VAR-ის დახმარებით დაინიშნა, თორემ მთავარ მსაჯს იქამდე წესების დარღვევა არ შეუმჩნევია.

აქვე გეტყვით, რომ „ულსან ჰიუნდაი“ ისტორიაში მეორედ გახდა აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. პირველად ეს ტიტული სამხრეთ კორეულმა გუნდმა 2012 წელს მოიპოვა.

0.115623