ფეხბურთი

17:47 | 19.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალეხანდრო გომესი იანვარში შესაძლოა "მილანში" გადავიდეს

ბერგამოს „ატალანტას“ კაპიტანი ალეხანდრო გომესი შესაძლოა იანვარში „მილანში“ გადავიდეს. არგენტინელ ფეხბურთელს მთავარ მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინისთან კონფლიქტი აქვს და გუნდიდან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

32 წლის ფეხბურთელმა უკვე მიიღო წინადადებები ამერიკული და ყატარული გუნდებიდან, მაგრამ მისი ოჯახი ლომბარდიაში თავს კარგად გრძნობს და ადგილსამყოფელის გამოცვლას ამიტომ, უახლოეს ხანში არ აპირებს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, გომესის დამატებას „ინტერი“ და „მილანი“ ცდილობენ, მაგრამ ფავორიტად „როსონერი“ ითვლება, რომელიც უფრო აქტიურობს. ამავდროულად, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „პაპუ“ უფრო მეტად სტეფანო პიოლის 4-2-3-1 სქემას მოერგება, ვიდრე ანტონიო კონტეს 3-5-2-ს.

„ატალანტა“ გომესს 15 მილიონ ევროდ აფასებს. აღსანიშნავია, რომ „მილანს“ ბერგამოულ გუნდში მატია კალდარა ჰყავს განათხოვრებული, რომელიც ასევე 15 მილიონ ევროდაა შეფასებული და შეიძლება გუნდებმა ფეხბურთელები უბრალოდ გაცვალონ.

შეგახსენებთ, რომ პაპუ გომესი „ატალანტაში“ 2014 წლიდან თამაშობს და 252 მატჩში 59 გოლი გაიტანა. მანამდე არგენტინელს სარანდის „არსენალში“, „სან ლორენსოში“, „კატანიასა“ და ხარკოვის „მეტალისტში“ უთამაშია.

0.11353