ფეხბურთი

10:57 | 19.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "დავამტკიცეთ, რომ ძალიან კარგი გუნდი ვართ"

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში „პაფოსთან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, დაამტკიცეს, რომ ძალიან „ანორთოსისი“ ძალიან კარგი გუნდია.

„ძალიან კარგი შედეგია, ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე დიდი ზეწოლა იყო და ფეხბურთელები გვაკლდა, დავამტკიცეთ, რომ კარგი გუნდი ვართ. ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს. ტრანსფერები იანვარში? როგორც ყველა გუნდი ჩვენც ვცდილობთ გაუმჯობესებას და თუ ამის შანსი იქნება, გავაკეთებთ.

ბოლო მატჩებში 10 ქულა დავკარგეთ, მაგრამ ნახევარიც კი არ უნდა დაგვეკარგა. კარგად ვთამაშობდით. ჩვენთვის გულშემატკივრების გარეშე თამაში რთულია, პატარა გუნდები ამას უფრო მიჩვეულები არიან, ჩვენ კი არა“, - განაცხადა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, „პაფოსთან“ თორნიკე ოქრიაშვილს არ უთამაშია, ხოლო გიორგი ლორიამ, მურთაზ დაუშვილმა და გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს. საგოლე პასი სწორედ ქვილითაიას ანგარიშზეა. აქვე გეტყვით, რომ „ანორთოსისს“ 15 თამაშში 30 ქულა აქვს და ამ დროისთვის ლიდერია, მაგრამ „აპოლონს“ ერთი, ხოლო აელ-ს 3 ქულით უსწრებს და ორივესთან შედარებით ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. ფამაგუსტელები მომდევნო ტურში 22 დეკემბერს, სტუმრად „ომონიას“ დაუპირისპირდებიან.

0.114469