არსებობის ისტორიაში, საქართველოსა და პოლონეთის ეროვნული ნაკრებები 14 ნოემბერს თბილისში ერთმანეთს მეოთხედ ითამაშებენ. აქამდე, ისინი ორჯერ 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შეხვდნენ, ხოლო ერთხელ 2011 წელს ისპარინგეს. პოლონელებმა შესარჩევის ერთი მატჩი და ამხანაგური მოგვიგეს, ხოლო ერთხელ ქართველებმა გაიმარჯვეს.
თემურ ქეცბაიას პოლონელებთან ფეხბურთელის რანგშიც დაპირისპირებია და მწვრთნელისაც. მას აღმოსავლეთ ევროპელების კარში გოლი გაუტანია. პირველად ქართულ პოლონური დაპირისპრება 1997 წლის 14 ივნისს კატოვიცე შედგა და მასპინძლებმა დავით ყიფიანის მიერ გაწვრთნილი ნაკრები 4:1 დაამარცხეს. იმავე წლის 11 ოქტომბერს ქართველებმა “ბორის პაიჭაძეზე” სრულფასოვანი რევანში აიღეს - 3:0. 2011 წლის 10 აგვისტოს ქეცბაიას დამოძღვრილი საქართველოს ნაკრებს პოლონელებმა ამხანაგურ მატჩში 1:0 სძლიეს.
მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი.
პოლონეთი – საქართველო 4:1 (2:0)
14 ივნისი. 1997 წელი. კატოვიცე. სტადიონი გკს. 1000 მაყურებელი.
პოლონეთი: შამოტულსკი, სკჟიპეკი, კუკიელკა, მიხალსკი, კალუჟნი, სოკოლოვსკი, ბუკალსკი, ლედვონი, დემბინსკი (ადამჩიკი, 86), კშიშტოფ ნოვაკი, ტჟეჩაკი (კუხარსკი, 60).
მთავარი მწვრთნელი: კშიშტოფ პავლაკი.
საქართველო: ზოიძე, ნუგზარ ლობჟანიძე, ცხადაძე (კ), კობიაშვილი (ყაველაშვილი, 72), კალაძე, გოგიჩაიშვილი (არჩილ არველაძე, 46), ნემსაძე, ჯამარაული (კიკნაძე, 46), ქეცბაია, ქინქლაძე, შოთა არველაძე.
მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი.
გოლები: 0:1 შოთა არველაძე (25), 1:1 ლედვონი (38), 2:1 ტჟეჩაკი (45), 3:1 ბუკალსკი (70), 4:1 ნოვაკი (90).
გაფრთხილებები: ლედვონი (18), კობიაშვილი (43), ლობჟანიძე (58), ნემსაძე (64).
მთავარი მსაჯი: გიუნტერ ბენკო (ავსტრია)
საქართველო – პოლონეთი 3:0 (0:0)
1997 წელი. 11 ოქტომბერი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 12000 მაყურებელი.
საქართველო: ტოგონიძე, ნუგზარ ლობჟანიძე, ცხადაძე (კ), შელია, ჩიხრაძე, გახოკიძე (ჯამარაული, 63), ნემსაძე, არჩილ არველაძე (გოგიჩაიშვილი, 82), ქეცბაია (კიკნაძე, 88), ყაველაშვილი, შოთა არველაძე.
მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი.
პოლონეთი: კლაკი, ვალდოხი, ლაპინსკი, იუჟვიაკი, კოზმინსკი, მაიაკი, სვერჩევსკი (ლედვონი, 61), ივანი, იუსკოვიაკი (კუხარსკი, 83), ბჟეჩეკი, გილევიჩი (ბუკალსკი, 73).
მთავარი მწვრთნელი: იანუშ ვოიციკი.
გოლები: 1:0 არჩილ არველაძე (55), 2:0 ცხადაძე (70), 3:0 ქეცბაია (75).
გაფრთხილებები: ივანი, ლობჟანიძე, ყაველაშვილი, ბჟეჩეკი, მაიაკი, გახოკიძე, ნემსაძე, ლაპინსკი.
მთავარი მსაჯი: ლუბოშ მიხელი (სლოვაკეთი).
ამხანაგური მატჩი
პოლონეთი – საქართველო 1:0 (1:0)
2011 წელი. ლუბინი. “დიალოგ არენა”. 7000 მაყურებელი.
პოლონეთი: შჩესნი, ვოიტკოვიაკი, იოდლოვიეცი, გლოვაცკი, ვავრჟინიაკი, პოლანსკი (დუდკა, 76), მურავსკი (მატუშჩიკი, 85), ბლაშჩიკოვსკი (კ) (რიბუსი, 90+2), მიერჟიევსკი (პეშკო, 60), ობრანიაკი (პავლოვსკი, 79), ლევანდოვსკი (პაველ ბროჟეკი, 60).
მთავარი მწვრთნელი: ფრანტიშეკ სმუდა.
საქართველო: ლორია, უჩა ლობჟანიძე, ხუბუტია, ამისულაშვილი (გრიგალავა, 46), კალაძე (კ), კანკავა (დაუშვილი, 73), კობიაშვილი (დავით კვირკველია, 80), შოთა გრიგალაშვილი (გურამ კაშია, 62), თარგამაძე, მარცვალაძე (ვაწაძე, 62), დვალიშვილი (სანდრო გურული, 46).
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
გოლი: 1:0 ბლაშჩიკოვსკი (36).
გაფრთხილებები: თარგამაძე (3), კობიაშვილი (73), ბლაშჩიკოვსკი (90).
მთავარი მსაჯი: ანდრიი შანდორი (უკრაინა).