უეინ რუნის ვაჟმა, კაიმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად უეინმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
11 წლის კაი ამიერიდან „იუნაიტედის“ აკადემიაში ითამაშებს, მამამ კი მას წარმატებები უსურვა:
„სიამაყის დღე. კაიმ კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გააფორმა. გააგრძელე მძიმე შრომა, შვილო“, - დაწერა რუნიმ.
შეგახსენებთ, რომ უეინ „რუნი“ „მანჩესტერში“ 2014-2017 წლებში თამაშობდა და 559 მატჩში 253 გოლი გაიტანა.