ინგლისის პრემიერლიგის მე-13 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „შეფილდ იუნაიტედი“ მარკუს რაშფორდის დუბლითა და ენტონი მარსიალის გოლებით 3:2 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა.
„წითელმა ეშმაკებმა“ პრემიერლიგაში ზედიზედ მე-10 საგარეო მატჩი მოიგეს და ასეთი კარგი სერია ისტორიაში არ ჰქონიათ. ამასთან, "მანჩესტერი" მეოთხე ინგლისური გუნდი გახდა „ტოტენჰემის“ 1960 წელი), „ჩელსის“ (2008 წელი) და „მანჩესტერ სიტის“ (2017 წელი) შემდეგ, რომელმაც ამის გაკეთება მოახერხა.
გარდა ამისა, ზედიზედ 10 საგარეო შეხვედრაში „მანჩესტერი“ მინიმუმ 2 გოლის გატნაას ახერხებს და ბოლოს მსგავსი შედეგით თავს მხოლოდ „ტოტენჰემი“ იწონებდა 1960 წელს.
მიუხედავად, თითქოს სეზონის მძიმე სტარტისა, „მანჩესტერი“ ლიდერებს მიუახლოვდა, ერთი თამაში მარაგში აქვს და თუ მოიგებს, მეორე ადგილზე გადაინაცვლებს. პოტენციურად, ოლე გუნარ სულშერის გუნდი ლიდერ „ლივერპულს“ სულ რაღაც 2 ქულით ჩამორჩება.