ფეხბურთი

23:39 | 17.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ ლევანდოვსკი 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ფიფამ 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. პოლონელმა ფორვარდმა აღნიშნული ჯილდო კარიერაში პირველად მოიგო.

ლევანდოვსკის გარდა ფინალურ სამეულში ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ იყვნენ, მაგრამ „ბაიერნის“ შემტევმა გამარჯვება მოახერხა.

2019-2020 წლების სეზონში ლევანდოვსკიმ 47 მატჩში 55 გოლი გაიტანა და საკლუბო დონეზე ყველა ტიტული მოიგო.

1. რობერტ ლევანდოვსკი - 52 ქულა

2. კრიშტიანუ რონალდუ - 38

3. ლიონელ მესი - 35

4. სადიო მანე - 29

5. კევინ დე ბრუინი - 26

6. მოჰამედ სალაჰი - 25

7. კილიან მბაპე - 19

8. ტიაგო ალკანტარა - 17

9. ნეიმარი - 16

10. ვირჯილ ვან დეიკი - 13

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113415