„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი ედინსონ კავანი შესაძლოა ინსტაგრამში გამოქვეყნებული პოსტის გამო დისკვალიფიკაციით დასაჯონ. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ გამოძიება უკვე დაიწყო.
საქმე ეხება ნოემბრის ბოლოს კავანის ინსტაგრამ გვერდზე გამოქვეყნებულ სიტყვას - „ნეგრიტო“, რითაც მან მეგობარს მიმართა. ამის გამო „მატადორმა“ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა და ხაზი გაუსვა, რომ ეს იყო მეგობრული მისალმება მეგობრის მიმართ გადამწყვეტი გოლის შემდეგ („საუთჰემპტონთან“) .
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ უკვე გააკეთა განცხადება და მზად არის ურუგვაელი ფეხბურთელი დაიცვას:
„მანჩესტერ იუნაიტედი“ და ყველა ჩვენი მოთამაშე მოწოდებულია რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ჩვენ FA-სთან მუშაობას გავაგრძელებთ. ედინსონს არანაირი მავნე განზრახვა არ ჰქონია, პოსტი მალევე წაშალა და ბოდიში მოიხადა, როგორც კი აცნობეს, რომ ეს შეიძლებოდა პრობლემა გამხდარიყო“, - ნათქვამია ინგლისური გუნდის განცხადებაში.
აქვე გეტყვით, რომ შესაძლოა, კავანის ბოდიში დაგვიანებული აღმოჩნდეს და მას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება.