გერმანიის ბუნდესლიგაში ლევერკუზენის „ბაიერის“ ბენეფისი გრძლედება. „ფარმაცევტებს“ საოცარი სტარტი აქვთ და უკვე 12 ტურია მარცხი არ გაუცდიათ. შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ სატურნირო ცხრილში ლიდერია.
პეტერ ბოშის გუნდმა „რეინენერჯიშტადიონზე“ „კიოლნი“ 4:0 გაანადგურა და სეზონში მერვე გამარჯვება იზეიმა (4 ფრე). „ლევერკუზენი“ ბუნდესლიგაში ერთადერთი დამაურცხებელი გუნდია და უახლოეს მდევართა დუეტს 1 ქულით უსწრებს. ვთქვათ ისიც, რომ ტოპ ჩემპიონატებში სულ სამი გუნდია, რომელსაც ჯერ თამაში არ წაუგია და ერთ-ერთი „ლევერკუზენია“ (დანარჩენი ორი - „მილანი“ და „იუვენტუსი“).
სხვათა შორის, გერმანიაში ამ ტურამდე „ლევერკუზენის“ გარდა, „ვოლფსბურგიც“ დაუმარცხებელი იყო, მაგრამ „მგლების“ წაგებათ გრაფაში 0 აღარ წერია, რადგან მიუნხენში „ბაირნთან“ დამარცხდა. არადა, სტუმრებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო და მეხუთე წუთზე მაქსიმილიან ფილიპის გოლით დაწინაურდნენ კიდეც და ამ ანგარიშს ტაიმის ბოლომდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ რობერტო ლევანდოვსკიმ ჯერ 45-ე და შემდეგ 50-ე წუთებზე დუბლი შეასრულა. პოლონელის გოლებით „ბაიერნმა“ მძიმედ, მაგრამ მოიგო და 27 ქულით „ლევერკუზენის“ მთავარი მდევარია.
„ბაიერნის“ დარად 27 ქულა აქვს „ლაიფციგს“, რომელმაც ზინსჰეიმში „ჰოფენჰაიმთან“ ურთულეს საგარეო მატჩში გამარჯვება მაინც მოახერხა. იუსუფ პოულსენმა მე-60 წუთზე გაიტანა გამარჯების გოლი და იულიან ნაგელსმანის გუნდი ლიდერს არ ჩამორჩა. ისე ჩანს, რომ „ვერცხლის სინისთვის“ პრეტენზიას სწორედ „ლაიფციგი“ „ბაიერნთან“ და „ლევერკუზენთან“ ერთად გამოთქვას, „დორტმუნდი“ შედარებიტ ჩამორჩა (5 და 6 ქულით).
ბოლოსკენ, აუცილებლად უნდა ვთქვათ გელზენკირხენის „შალკეს“ უმძიმეს ვითარებაზე, რომელსაც 12 ტურის თავზე მხოლოდ 4 ქულა აქვს და თამაში არ მოუგია! „ხუმარებმა“ მორიგი მატჩი შინ „ფრაიბურგთან“ უშანსოდ წააგეს და თუ რაღაც რადიკალურად არ შეიცვალა, „შალკე“ დიდი შანსია მეორე ბუნდესლიგაში გავარდეს.
„შალკე“ – „ფრაიბურგი“ 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 სალაი (50), 0:2 სალაი (68)
„კიოლნი“ – „ლევერკუზენი“ 0:4 (0:2)
გოლები: 0:1 ვეიზერი (8), 0:2 დიაბი (10), 0:3 შიკი (54), 0:4 ვრიტცი (59)
„არმინია“ – „აუგსბურგი“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 გუველევი (85)
„ბაიერნი“ – „ვოლფსბურგი“ 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 ფილიპი (5), 1:1 ლევანდოვსკი (45), 2:1 ლევანდოვსკი (50)
„ჰოფენჰაიმი“ – „ლაიფციგი“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 პოულსენი (60)