ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის საპასუხო შეხვედრაში „ლანჩხუთი“ „როზენგარდს“ ესტუმრა და 0:10 განადგურდა.
კლასში სხვაობა დიდი რომ იყო, თბილისურ მატჩშიც გამოჩნდა და მაშინ შვედებმა 7:0 იმარჯვეს. ბუნებრივია, „როზენგარდი“ არც შინაურ კედლებში მოდუნებულა და თითო ტაიმში 5-5 გოლი გაიტანა.
ამრიგად, „ლაჩნხუთის“ ზღაპრული ისტორია ჩემპიონთა ლიგაზე დასრულდა. გურულებმა ორი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლიეს და ძირითად ბადეში გავიდნენ, რაც აქამდე არცერთ ქართულ გუნდს არ ჰქონდა გაკეთებული.
ნებისმიერ შემთხვევაში, „ლანუთმა“ შეუძლებელი შეძლო და იმაზე უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. „როზენგარდი“ კი ევროპის ტოპ ათეულშია და დიდად, გასაკვირი ამ ორრაუნდიან ბრძოლაში არაფერი მომხდარა...
„როსენგარდი“ – „ლანჩხუთი“ 10:0 (5:0)
გოლები: 1:0 ტროლსგაარდი (6), 2:0 ცანკოვიჩი (14), 3:0 ანვეგარდი (17), 4:0 კანერიდი (30), 5:0 ბენისონი (32), 6:0 სეგერი (48), 7:0 ცანკოვიჩი (49), 8:0 ტროლსგაარდი (56), 9:0 ცანკოვიჩი (57), 10:0 ანვეგარდი (68)