სხვა

18:09 | 16.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისი" "ბარსელონეტასთან" დამარცხდა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისმა“ B ჯგუფში მეორე მატჩი ჩაატარა და ესპანურ „ბარსელონეტას“ დაუპირისპირდა. ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან ზუკა რურუას გუნდს გაუჭირდა და უბრძოლველად, 5:17 წააგო.

ესპანელთა უპირატესობა პირველივე წუთიდან თვალშისაცემი იყო და მატჩის ბოლომდე თამაშის სცენარი არ შეცვლილა. „დინამომ“ გარდა იმისა, რომ ვერც დაცვაში გაუწია მეტოქეს წინააღმდეგობა, არც შეტევაში გამოსვლია დიდად არაფერი და მხოლოდ 5 გოლი გაიტანა, საიდანაც ორი მარკო ელაჩას ანგარიშზეა.

„დინამო თბილისს“ 2 ტურში ორი წაგება აქვს (გუშინ იტალიურ „ბრეშასთან“ 9:15 დამარცხდა). საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მესამე ტურში მონტენეგროს „იადრანს“ შეხვდება და თამაში 22:00 საათზე დაიწყება.

„ბარსელონეტა“ – „დინამო თბილისი“ 17:5 (5:0, 4:2, 5:3, 3:0)

გოლები: 1:0 დე ტორო, 2:0 ბუსტოსი, 3:0 გრანადოსი, 4:0 გრანადოსი, 5:0 ბოდეგაში, 6:0 პერონე, 6:1 ელაჩა, 7:1 პერონე, 7:2 ვაპენსკი, 8:2 პერონე, 9:2 მალარახი, 9:3 ელაჩა, 9:4 მესხი, 9:5 ვაშიჩი, 10:5 გრანადოსი, 11:5 ბოდეგაში, 12:5 გრანადოსი, 13:5 ფამერა, 14:5 გრანადოსი, 15:5 დე ტორო, 16:5 ბოდეგაში, 17:5 მუნარისი

0.119447