ფეხბურთი

15:06 | 16.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

არც ანრი და არც ტრეზეგე: ზიდანისთვის საუკეთესო ბენზემაა

მადრიდის „რეალის“ მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ფიქრობს, რომ კარიმ ბენზემა საფრანგეთის ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელია. ამის შესახებ „ზიზუმ“ „ბილბაოსთან“ მატჩის შემდეგ განაცხადა, როდესაც ფრანგმა დუბლი შეასრულა.

„დიახ, ჩემთვის ის საუკეთესოა. მან ეს დაამტკიცა იმით, რომ „რეალში“ მრავალი წელია თამაშობს, 500-ზე მეტი თამაში ჩაატარა და უამრავი გოლი გაიტანა. ყველაფერი გააკეთა, რაც თავისთავად მეტყველებს მის სიძლიერეზე.

ჩემთვის საუკეთესოა, დღეს უფრო მოწიფული ფეხბურთელია. ის არ არის სუფთა ცხრიანი, მხოლოდ გოლებზე არ ფიქრობს. ამიტომაც, ძალიან მომწონს, სრულყოფილი თავდამსხმელია, მონაწილეობს თამაშში, როცა საჭიროა პასს აკეთებს, როცა გოლის გატანაა საჭირო, იტანს. კარგია მაშინაც, თუ არ ატარებს შესანიშნავ თამაშს, მაგალითად, როგორც „ბილბაოსთან“, მაგრამ ორი გოლი მაინც გაიტანა. ეს არის კარიმი“, - თქვა ზიდანმა.

აღსანიშნავია, რომ ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების რიგებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი იეთ თავდამსხმელებთან ერთად გახდა, როგორებიც ტიერი ანრი და დავიდ ტრეზეგე არიან, მაგრამ როგორც ჩანს, მისთვის ბენზემა უკეთესი ფეხბურთელია.

0.117993