„მილუოკი ბაქსის“ ლიდერმა იანის ანტეტოკუნმპომ გუნდთან ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის განმავლობაში ის 228.3 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
ეს კი, NBA-ს ისტორიაში სარეკორდი კონტრაქტია. ინფორმაცია როგორც „მილუოკის“ ვებგვერდმა, ისე თავად იანისმა დაადასტურა:
„ეს ჩემი სახლია, ჩემი ქალაქია. დალოცვილი ვარ, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში შემიძლია ვიყო „მილუოკი ბაქსის“ ნაწილი“, - დაწერა ბერძენმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ იანის ანტეტოკუნმკო „მილუოკის“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს და NBA-ს ორგზის MVP-ია. მას მთელი კარიერა „ბაქსში“ აქვს გატარებული (NBA-ში). 2019-2020 წლების სეზონში იანისი საშუალოდ თამაშში 29.5 ქულას, 13.6 მოხსნას და 5.6 პასს აგროვებდა.