კალათბურთი

23:23 | 15.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეცხრე გამარჯვება: ევროლიგაში შენგელიას ცსკა-ს ვერ აჩერებენ

ევროლიგაში მოსკოვის ცსკა დიდებულად ასპარეზობას აგრძელებს. დიმიტრის იტუდისის გუნდის გამარჯვებათ სერია უკვე ცხრამდე გაიზარდა, რაც მართლაც ბრწყინვალე შედეგია.

რუსულმა გუნდმა თურქულ „ანადოლუ ეფესს“ მოსკოვში, ძალიან ადვილად, 100:65 აჯობა და მისი უპირატესობა ეჭვქვეშ წამითაც არ დაუყენებია. თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 17:10 წუთი გაატარა და ამ დროში 8 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 3-დან 1 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო ხაზზე არ დამდგარა.

მოსკოველებს ვილ კლაიბერნმა და ნიკოლა მილუტინოვიჩმა ულიდერეს - პირველად 22 ქულა მიითვალა, ხოლო მეორემ ორმაგი დუბლი შეასრულა (12 ქულა, 10 მოხსნა).

ცსკა-ს ევროლიგაში ზედიზედ 9 გამარჯვება დაუგროვდა და სატურნირო ცხრილს 11 მოგებით და 3 წაგებით ლიდერობს. „არმიელები“ მომდევნო ტურში 18 დეკემბერს, შინ „ზენიტს“ დაუპირისპირდებიან,

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111687