ფეხბურთი

17:24 | 15.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი "ბარსელონასთან" კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს

კატალონიის „ბარსელონასა“ და ლიონელ მესის შორის ამ ეტაპზე კონტრაქტის განახლების შესახებ მოლაპარაკებები არ მიმდინაორეობს.

ესპანური მედიის ცნობით, არგენტინელი მოვლენების განვითარებას ელოდება და ჯერ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, ზაფხულში მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით გუნდიდან წასვლა მართლაც რეალურად.

„ბარსელონაში“ საპრეზიდენტო არჩევნები იანვარშია დაგეგმილი და შესაძლოა, სიტუაციაზე გავლენა ამან იქონიოს. ყოველშემთხვევაში, ამ მოცემულობით, მესის გუნდში დარჩენა გადაწყვეტილი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის „ბარსელონას“ დატოვება გასულ ზაფხულს სურდა, მაგრამ ბოლო მომენტში კლუბში დარჩა, კონტრაქტის ამოწურვამდე კი მხოლოდ 6 თვე დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110124