კალათბურთი

13:57 | 13.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძემ წაგებულ მატჩში 9 ქულა მიითვალა

ესპანეთის მე-2 ლიგაში ბექა ბურჯანაძის “კორუნა” აუტსაიდერ “კლინიკას რინკონს” ესტუმრა და 73:82 დამარცხდა, არადა, მეტოქეს მანამდე ყველა თამაში წაგებული ჰქონდა.

ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 18 წუთში 9 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. ბექამ 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

ლა კორუნიელებს 3-3 მოგება-წაგება აქვთ მე-10 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო თამაშს კი 16 ნოემბერს, შინ, “ოურენსესთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115467