საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ ტიერი ანრისთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა და თქვა, რომ „ტიტი“ ვეღარ უყურებს „არსენალის“ მატჩებს, როცა ხედავს, რომ მის ყოფილ გუნდს გრანიტ ჯაკა კაპიტნობს.
„პატარა ისტორიას მოგიყვებით. ერთ დღეს ტიერი ანრიმ თავის სახლში დამპატიჟა „არსენალის“ თამაშის სანახავად. ჩართო ტელევიზორი და პირველი, რაც დავინახეთ, გრანიტ ჯაკა იყო, რომელსაც „არსენალი“ კაპიტნის სამკლავურით გამოჰყავდა. ანრიმ ტელევიზორი გამორთო.
ვკითხე მას: „რა მოხდა?“ მან კი მიპასუხა: „ვერ ვუყურებ ჩემს გუნდს, როდესაც ჯაკა კაპიტნობს“, და, ტელევიზორი გამორთო. ჩვენ თამაშს აღარ ვუყურეთ“, - განაცხადა ევრამ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პატრის ევრას უნდა გაანდო ყველა საიდუმლო ))
რასიზმი არ არის ეხლა ეს? თუ ფეოდალური წყობაა და უბრალო გლეხკაც ჯაკას კაპიტნობა შეურაცხჰყოფაა? ისიც ისეთი ადამიანი არაა როგონიც ანრი?
ამ არსენალის დედას ვთხარე რა ბილეთი გამიფუჭა რამ დამაწერინა ამათი 1 იანი. ამათი შემყურე ვინ იფიქრებს რომ 15-16 წლის წინ ეს გუნდი დაფრინავდა