ფეხბურთი

11:33 | 14.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ჩემი მიზანი სეზონში ყველა ტიტულის მოგება და "იუვეში" მე-100 გოლის გატანაა"

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-11 ტურში „ჯენოა“ 3:1 დაამარცხა და კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი შეასრულა. პორტუგალიელმა იტალიური გრანდის მაისურით საიუბილეო, მე-100 თამაში ჩაატარა და მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა. ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. ბედნიერი ვარ ჩემი გოლებით, მაგრამ მთავარი სამი ქულაა. „ბარსელონასთან“ მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ასეთი თამაში საკუთარი თავის რწმენას გაძლევს. ჩემპიონთა ლიგის შემდეგ თამაში ყოველთვის რთულია, რადგან ცოტა დაღლილი ხარ, მაგრამ მწვრთნელმა მოგვცა ის, რაც გვჭირდებოდა. ყოველწლიურად „იუვეს“ მიზანი ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. საბოლოოდ, მხოლოდ ერთი გუნდი ხდება გამარჯვებული, მაგრამ დარწმუნებული ვართ და შეგვიძლია ვიოცნებით რაღაც მნიშვნელოვანის მოგებაზე“, - თქვა რონალდუმ იტალიური მედიასთან.

ამ კომენტარის გარდა, პორტუგალიელმა სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა და „იუვენტუსის“ მაისურით მე-100 მატჩის ჩატარებას ასე გამოეხმაურა:

„იუვეს“ მაისურით მე-100 თამაშის ჩატარებას აღსანიშნავად რა არის 2 გოლის გატანაზე უკეთესი? ძალიან ვამაყობ, რომ „ბებერი ქალბატონის“ მაისურით ამ ნიშნულს მივაღწიე, მაგრამ გამოიცანით ახლა რას ვფიქრობ: ჩემი ფიქრები უკვე „იუვეში“ 100 გოლის გატანას უკავშირდება, ისევე როგორც სეზონში ყველა ტიტულის მოგებას“, - დაწერა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ 2018 წლიდან თამაშობს და 100 შეხვედრაში 79 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის 14 მიმდინარე სეზონში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128123