ფეხბურთი

12:07 | 13.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

პაოლო როსის დაკრძალვის პარალელურად მისი სახლი გაქურდეს

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის, პაოლო როსის სახლი გაქურდეს. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი სამი დღის წინ გარდაიცვალა და როგორც Gazzetta Dello Sport-ი წერს, ქურდობა როსის დაკრძალვის პარალელურად მოხდა.

არეცოს პროვინციაში მდებარე სახლიდან ძვირფასეულობა წაიღეს, მათ შორის აწ გარდაცვლილი ფეხბურთელის საათი. ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, „პაბლიტოს“ საფეხბურთო კარიერასთან დაკავშირებული ყველაზე ძვირფასი ნივთები არ მოიპარეს.

ქალაქ ვიჩენცადან, სადაც როსი დაკრძალეს, სახლში დაბრუნებულ პაოლოს მეუღლეს, ქაოსი დახვდა და პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. დამნაშავეები სახლში ფანჯრიდან შევიდნენ, რომელიც გატეხეს. საათის და ძვირფასი ნივთების გარდა, მათ რადენიმე ათასი ევროც წაიღეს. ძარცვის ფაქტი როსის ოჯახის თანამშრომელმა აღმოაჩინა.

შეგახსენებთ, რომ პაოლო როსი 9 დეკემბერს გარდაიცვალა და გუშინ ქალაქ ვიჩენცაში დაკრძალეს.

თეგებიპაოლო როსი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115625