ფეხბურთი

22:58 | 12.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის გოლს + პასი და მოპოვებული პენალტი თურქეთის სუპერლიგაში (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგაში „ანკარაგიუჯუს“ ქართველი შემტევი საბა ლობჟანიძე გოლით, საგოლე პასით და მოპოვებული პენალტით გამოირჩა. მე-12 ტურში დედაქალაქელებმა შინ „ქონიასფორი“ 4:3 დაამარცხეს.

ლობჟანიძე 90-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე ჩვენებურმა შესანიშნავად ითამაშა.მე-16 წუთზე ლობჟანიძემ მეკარეს დაასწრო, რომელიც საჯარიმოს გარეთ გამოვიდა და ანგარიში გახსნა. 78-ე წუთზე კი ძალიან დროული და ჭკვიანური პასით თანაგუნდელი პანტსილი ისეთ პოზიციაში დატოვა, გატანის გარდა სხვა გზა რომ არ დარჩენოდა. სხვათა შორის, მატჩი ძალზე დრამატული იყო. ჯერ ანკარელები იგებდნენ, შემდეგ ორჯერ აგებდნენ (1:2, 2:3), მაგრამ საბოლოოდ, 89-ე წუთზე გატანილი პენალტით მოიგეს, რომელიც ლობჟანიძემ მოიპოვა, მისი აქტიურობის შემდეგ მცველს ბურთი ხელზე მოხვდა.

ეს „ანკარაგიუჯუს“ პირველი გამარჯვებაა სეზონში და კარგია, რომ მასში ლობჟანიძემ სოლიდური წვლილი შეიტანა. ქართველმა ნახევარმცველმაც მიმდინარე სეზონში პირველად გამოიჩინა თავი. „ქონიასფორის“ რიგებში 75-ე წუთიდან ითამაშა ლევან შენგელიამ.

„ანკარგიუჯუ“ 5 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო „ქონიასფორს“ 15 ქულა აქვს და მეათე ადგილს იკავებს.

0.126575