ფეხბურთი

19:39 | 12.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს ბომბარდირის ტიტული შესაძლოა პაოლო როსის სახელობის გახდეს

იტალიის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო შესაძლოა პაოლო როსის სახელობის გახდეს. იტალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჯოვანი მალაგომ ეს ინიციატივა მოიწონა და საკითხს ახლო მომავალში განიხილავენ.

პაოლო როსის 1977-1978 წლების სეზონში, როდესაც „ვიჩენცას“ ღირსებას იცავდა, სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირის ტიტული, რასაც იტალიაში Capocannoniere-ს უწოდებენ, მოგებული აქვს. იმ სეზონში პაოლომ 30 მატჩში 24 გოლი გაიტანა.

როსის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული სერია A-ს გარდა, სერია B-ში (1976-1977 წლების სეზონი, 21 გოლი), მსოფლიოს ჩემპიონატსა (1982 წელს, 6 გოლი) და ჩემპიონთა თასზე (1982-1983 წლების სეზონში „იუვეს“ მაისურით, 6 გოლი) აქვს მოგებული.

შეგახსენებთ, პაოლო როსი 9 დეკემბერს უკურნებელი სენით გარდაიცვალა და დღეს ქალაქ ვიჩენცაში დაკრძალეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1111