ფეხბურთი

21:56 | 11.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ საუკეთესო სამეულები დაასახელა

ფიფამ 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე ფინალური სამეული დაასახელა - რობერტ ლევანდოვსკი, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ. სწორედ ერთ-ერთი მათგანი გახდება The Best FIFA Football Awards 2020.

გარდა ამისა, ფიფამ კანდიდატების სია სამამდე სხვა და სხვა პოზიციებზეც შეამცირა: 2020 წლის საუკეთესო მეკარის წოდებისთვის ალისონი, მანუელ ნოიერი და იან ობლაკი იბრძოლებენ.

მწვრთნელთა ფინალური სამეული მარსელო ბიელსამ, ჰანს-დიტერ ფლიკმა და იურგენ კლოპმა შეადგინეს, ხოლო წლის საუკეთესო გოლის ავტორი ლუის სუარესს ჰონ-მინ სონსა და ჯორჯიან დე არასკაეტას შორის აირჩევა.

შეგახსენებთ, The Best FIFA Football Awards 2020-ის დაჯილდოების ცერემონია 17 დეკემბერს გაიმართება.

0.117606