"პარი სენ ჟერმენი" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ლონდონის "ტოტენჰემს" დელი ალის იჯარის თხოვნით მიმართავს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC Sport-ი ავრცელებს. ფრანგულმა კლუბმა მიმდინარე წლის ზაფხულში სცადა ალის დამატება, თუმცა 24 წლის ფეხბურთელმა ტრანსფერზე უარი განაცხადა.
ალიმ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და ჟოზე მოურინიუ მას ნაკლებად ენდობა. შესაძლოა სათამაშო პრაქტიკის უქონლობამ გადაწყვიტოს ინგლისელის საფრანგეთში გადასვლა. ჯერჯერობით უცნობია ამჯერად რას ფიქრობს ინგლისელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში თამაში სურს.
"ტოტენჰემმა" ალი 2015 წელს დაიმატა. მას შემდეგ ინგლისელმა 230 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 64 გოლი და 56 საგოლე გადაცემა შეასრულა.