ფეხბურთი

19:27 | 11.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე ნეიმარი გამოარჩიეს

ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად გულშემატკივრებმა ნეიმარი დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" შემტევმა "ბაშაქშეჰირთან" მოგებულ (5:1) მატჩში კარის მიმართულების ექვსჯერ დაარტყა და სამი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ყველა ტურნირზე ჯამში 11 შეხვედრა ჩაატარა, თავი ცხრაჯერ გამოიჩინა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

თეგებინეიმარიპსჟ
0.119846