ფეხბურთი

1:16 | 11.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

სატრანსფერო გეგმები და ახალი კონტრაქტი: ქეცბაია "ანორთოსისის" ხელმძღვანელს შეხვდა

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ხელმძღვანელი ხრისტოს პულაიდისი და მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ერთმანეთს შეხვდნენ და ისაუბრეს.

როგორც კვიპროსული მედია იტყობინება, დიალოგის თემა სამომავლო ტრანსფერების დაგეგმვა და გუნდის გაძლიერება იყო. თუმცა, ამავდროულად წერენ, რომ არ არის გამორიცხული მხარეებს კონტრაქტის განახლებაზეც ესაუბრათ.

საქმე ისაა, რომ ქეცბაიას „ანორთოსისთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება და გუნდის ხელმძღვანელობა მისი მუშაობით კმაყოფილია. ამრიგად, მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაც სურთ.

შეგახსენებთ, თემურ ქეცბაია „ანორთოსისსში“ 2019 წელს დაბრუნდა და შარშან გუნდი მეორე ადგილზე გაიყვანა. ფამაგუსტელები მიმდინარე სეზონშიც ჩემპიონობისთვის იბრძვიან და 26 ქულით „აპოლონთან“ ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, ხოლო ლიდერი აელ-ია, რომელსაც 27 ქულა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114363