„ვალენსიას“ მცველმა, მაქსი გომესმა, შესაძლოა, კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს - გვაცნობს Daily Mail.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ესპანურ კლუბს ფინანსური პრობლემები მიეძალა და ფეხბურთელების გაყიდვით ცდილობს ფონს გასვლას. ამიტომ, დიდი ალბათობით, ზამთარში ურუგვაელს დაემშვიდობება.
გომესს „ვალენსია“ 140 მილიონ ევროდ აფასებდა, მაგრამ ახლა „ღამურები“ გაცილებით მოკრძალებულ წინადადებასაც განიხილავენ.
გომესმა კარიერა შეიძლება ინგლისურ პრემიერლიგაში გააგრძელოს. მისით „არსენალი“ და „ვულვერჰემპტონი“ ყოფილან დაინტერესებული. „მეთოფეები“ თურმე მას უკვე ორი წელიწადია აკვირდებიან, „მგლები“ კი მძიმედ დაშავებული რაულ ხიმენესის შემცვლელად მოიაზრებენ.